logo_geo
უკრაინაში კორონავირუსის 15 131 შემთხვევა დადასტურდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 14:15

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 15 131 ადამიანს დაუდასტურდა, 235 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 787 891 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13 195 პაციენტი ემსხვერპლა, 397 809 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი