საერთაშორისო მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი რადიოტელესკოპის ჩამოვარდნის მომენტია აღბეჭდილი. ტელესკოპი პუერტო-რიკოში, არესიბოს ასტრონომიულ ობსერვატორიაში მდებარეობდა და 57 წლის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან ასტრონომიულ კვლევებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
ტელესკოპი გამოჩნდა ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშიც, სახელწოდებით - „ოქროს თვალი".
არესიბოს რადიოტელესკოპი, კონსტრუქციაში გაჩენილი პრობლემების შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში დაიხურა და მისი დემონტაჟი იგეგმებოდა.
ტელესკოპის ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.