logo_geo
პუერტო-რიკოში დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი ტელესკოპი ჩამოვარდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 14:30

 

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი რადიოტელესკოპის ჩამოვარდნის მომენტია აღბეჭდილი. ტელესკოპი პუერტო-რიკოში, არესიბოს ასტრონომიულ ობსერვატორიაში მდებარეობდა და 57 წლის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან ასტრონომიულ კვლევებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

 

ტელესკოპი გამოჩნდა ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშიც, სახელწოდებით - „ოქროს თვალი".

 

არესიბოს რადიოტელესკოპი, კონსტრუქციაში გაჩენილი პრობლემების შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში დაიხურა და მისი დემონტაჟი იგეგმებოდა.

 

ტელესკოპის ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი