logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 267 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 41 ადამიანი გარდაიცვალა
- +

4 დეკემბერი. 2020. 16:26

 

 

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 267 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 138 000- მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 551-ს მიაღწია.

 

ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 83 800 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 52 649 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი