აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 267 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 138 000- მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 551-ს მიაღწია.
ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 83 800 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 52 649 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.