იაპონიაში ნოემბრის დასაწყისიდან ფრინველის გრიპის გავრცელების გამო ორი მილიონი ქათამი დახოცეს. იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთი სეზონისთვის ასეთ ზარალს კატასტროფას უწოდებს.
ამჟამად ფრინველის გრიპის ეპიდემიის შემთხვევები იაპონიის ოთხ პრეფექტურაში: კაგავაში, ფუკუოკაში, ჰიოგოსა და მიაძაკიში დაფიქსირდა.
ინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში კაგავას პრეფექტურის ფრინველის ფერმაში აღმოაჩინეს, რომლის მფლობელებს 330 ათასზე მეტი ქათმის განადგურება მოუწიათ.
მხოლოდ კაგავასა და ფუკუოკას სამხრეთ-დასავლეთ ორ პრეფექტურაში, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებით ინფიცირებული 1,2 მილიონი ფრინველი განადგურდა.