logo_geo
იაპონიაში ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო 2 მილიონი ქათამი დახოცეს
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:37

 

იაპონიაში ნოემბრის დასაწყისიდან ფრინველის გრიპის გავრცელების გამო ორი მილიონი ქათამი დახოცეს. იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთი სეზონისთვის ასეთ ზარალს კატასტროფას უწოდებს.

 

ამჟამად ფრინველის გრიპის ეპიდემიის შემთხვევები იაპონიის ოთხ პრეფექტურაში: კაგავაში, ფუკუოკაში, ჰიოგოსა და მიაძაკიში დაფიქსირდა.

 

ინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში კაგავას პრეფექტურის ფრინველის ფერმაში აღმოაჩინეს, რომლის მფლობელებს 330 ათასზე მეტი ქათმის განადგურება მოუწიათ.

 

მხოლოდ კაგავასა და ფუკუოკას სამხრეთ-დასავლეთ ორ პრეფექტურაში, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებით ინფიცირებული 1,2 მილიონი ფრინველი განადგურდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი