დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს კიდევ ერთი ძაღლი მოუკვდა. ამის შესახებ Sky News იტყობინება.
კორგის ჯიშის ძაღლი, სახელად „ვულკანი“ უინძორების სასახლის სიახლოვეს დაკრძალეს. „ვულკანის“ სიკვდილის შემდეგ 94 წლის დედოფალს ერთადერთი ძაღლი, „კანდი“ დარჩა.
2 წლის წინ ელისაბედ II-ს კიდევ ორი ძაღლი, „უილოუ“ და „უისპერი“ დაეღუპა. 2015 წელს ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ძაღლები აღარ აეყვანა. დედოფალმა განმარტა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.