logo_geo
დიდი ბრიტანეთის დედოფალს ძაღლი მოუკვდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:40

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ II-ს კიდევ ერთი ძაღლი მოუკვდა. ამის შესახებ Sky News იტყობინება.

 

კორგის ჯიშის ძაღლი, სახელად „ვულკანი“ უინძორების სასახლის სიახლოვეს დაკრძალეს. „ვულკანის“ სიკვდილის შემდეგ 94 წლის დედოფალს ერთადერთი ძაღლი, „კანდი“ დარჩა.

 

2 წლის წინ ელისაბედ II-ს კიდევ ორი ძაღლი, „უილოუ“ და „უისპერი“ დაეღუპა. 2015 წელს ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ძაღლები აღარ აეყვანა. დედოფალმა განმარტა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი