logo_geo
გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს
- +

5 დეკემბერი. 2020. 01:04

 

 

„კორონავირუსის პანდემიის გამო, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შიმშილით შეიძლება დაიღუპონ, 135 მილიონიდან 270 მილიონამდე გაიზარდა”, - განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ. მისი თქმით, აღნიშნულის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

 

„დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს. 2021 წელი ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კრიზისის წელი შეიძლება გახდეს გაეროს დაარსებიდან“, - განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

big_banner
არქივი