logo_geo
Pfizer ვაქცინის წარმოებას 50 პროცენტით ამცირებს
- +

5 დეკემბერი. 2020. 22:48

 

 

კომპანია Pfizer, მიწოდებასა და ტრანპორტრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას 50%-ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News  ავრცელებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ Pfizer და BioNTech  2020 წლის ბოლომდე 100 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავდნენ, ახლა ეს რიცხვი 50 მილიონამდე შემცირდა.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგების თანახმად, BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს აღწევს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში - 94%ს აჭარბებს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კვლევის მონაწილეებში, რომელთა 40%-ზე მეტი 56-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებია, ჯერ არ გამოვლენილა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი