logo_geo
ზვიგენისგან დაგლეჯილი მამაკაცი სახლში თავისი ფეხით მივიდა
- +

17 დეკემბერი. 2020. 16:37

 

 

მამაკაცი, რომელიც ზვიგენს სასწაულით გადაურჩა, სახლში თავისი ფეხით მივიდა, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „New York Post“ ავრცელებს.

 

39 მამაკაცს ზვიგენი თავს ცურვისას დაესხა და მკლავი დაუზიანა. მამაკაცმა თავის დაღწევა და წყლიდან ამოსვლა მოახერხა. მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, თუმცა, სახლში მისვლა მაინც მოახერხა. მისმა მეუღლემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ფლორიდაში, სიესტა-ქეის სანაპიროზე მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი