logo_geo
ფიჯის კუნძულებზე ციკლონს ორი ადამიანი ემსხვერპლა
- +

18 დეკემბერი. 2020. 14:01

 

ფიჯის კუნძულებზე ძლიერი ციკლონის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი სამი თვის ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

მბუას პროვინციაში, ვანუა-ლევუს კუნძულზე მე-5 კატეგორიის ტროპიკულმა ციკლონმა „იასამ“არქიპელაგზე მეწყერთან ერთად გადაუღებელი წვიმა, 285 კმ/სთ სიჩქარის ძლიერი ქარი და წყალდიდობა გამოიწვია. ციკლონის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, რამდენიმე პროვინციაში გაითიშა ელექტროენერგია, ჩაიხერგა და დაიტბორა გზები.

 

ფიჯის პრემიერ-მინისტრის, ფრენკ ბაინიმარამას განცხადებით, სავარაუდო ზარალი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი