logo_geo
ტაილანდი კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო ტესტირების გაფართოებას გეგმავს
- +

20 დეკემბერი. 2020. 12:52

 

 

ტაილანდი კორონავირუსზე 10 000-ზე მეტი ადამიანის ტესტირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც კოვიდ-ინფექციის ყოველდღიურმა შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

რამდენიმე პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო ხელისუფლება ტესტირების გაფართოებას გეგმავს.

 

მედია აღნიშნავს, რომ ტაილანდმა მეტწილად მოახერხა ეპიდემიის კონტროლი. აქ 4907 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა - 60. დღეს ტაილანდში 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი