logo_geo
აშშ-ში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

24 დეკემბერი. 2020. 10:58

 

 

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 458 373-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანხმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 359 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 326 124-ს მიაღწია.

 

ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში განაწილებულია ვაქცინის 9 465 725 დოზა, აქედან 1 008 025 დოზა უკვე გამოიყენეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი