logo_geo
ეთიოპიის სამხედრო ძალებმა მასობრივ მკვლელობაში მონაწილე 42 შეიარაღებული პირი მოკლეს
- +

24 დეკემბერი. 2020. 13:22

 

 

„ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ Fana TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მანამდე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა განაცხადა, რომ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში სამხედრო ძალები განათავსა.

 

„ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა ძალიან ტრაგიკული ფაქტია, მთავრობამ, პრობლემის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად, საჭირო ძალა განათავსა”, - დაწერა აბი აჰმედმა „ტვიტერში“.

 

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მომხდარ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 5 ადგილობრივი თანამდებობის პირი დააკავეს.

 

შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირებმა ეთიოპიაში, ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში, ეთნიკური კონფლიქტის საფუძველზე, რამდენიმე საათის წინ 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი