logo_geo
მთიან ყარაბაღში კიდევ 8 სომეხი სამხედროს ცხედარი იპოვეს
- +

24 დეკემბერი. 2020. 15:40

 

 

„მთიანი ყარაბაღის ჰადრუტისა და ჯაბრაილის რაიონებში კიდევ 8 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დღემდე საბრძოლო ზონიდან, საერთო ჯამში, 1 069 სომეხი სამხედროს ცხედარია გადასვენებული.

 

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, მხარეებს შორის ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი