logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 29 018 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

25 დეკემბერი. 2020. 13:28

 

 

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 29 018 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 992 706-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 563 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 53 659-მდე გაიზარდა.

 

რუსეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსისგან 2 398 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი