logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი, სავარაუდოდ, პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს
- +

25 დეკემბერი. 2020. 14:56

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს.

 

„მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, „ლოქდაუნის“ კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემიას თავი დავაღწიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, გავხდებით პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მას გადალახავს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

მისივე თქმით, იმედი აქვს, მომავალ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეში ისრაელის 100 000-მდე მოქალაქის ვაქცინაცია განხორციელდება.

 

შეგახსენებთ, ისრაელში კვირიდან 14-დღიანი საყოველთაო „ლოქდაუნი“ ცხადდება, რომელიც პანდემიის დაწყების დროიდან მესამე „ლოქდაუნია“ ქვეყნისთვის. ამასთან, ისრაელში რამდენიმე დღეა „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. პირველი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინა გაიკეთა, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა. მან ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი