logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი გარდაიცვალა
- +

25 დეკემბერი. 2020. 17:29

 

 

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 211 764 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 2 416-ს მიაღწია.

 

აზერბაიჯანში ვირუსისგან, საერთო ჯამში, 160 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 49 103-ია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი