logo_geo
"90 წლის გავხდით, ერთად გადავედით საცხოვრებლად და ვაქცინაც გავიკეთეთ" - წყვილის უჩვეულო ისტორია
- +

28 დეკემბერი. 2020. 00:45

 

 

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ყველაფერი შეცვალა, თუმცა სიყვარულს ვერაფერი დააკლო. სულ ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, პირველი, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ექიმები აიცრნენ, შემდეგ კი ხანშიშესული ხალხის ჯერიც დადგა. მათ რიგებში 90 წლის მოცეკვავე წყვილი აღმოჩნდა, ისინი კარანტინის პერიოდს ქალაქ ბრედფორდში ერთად ატარებდნენ, ვირუსის პერიოდი ცეკვითა და გართობით სახლში გადაიტანეს და ვაქცინის გასაკეთებლად ერთად მივიდნენ, "ბი-ბი-სი" მოცეკვავე წყვილის ისტორიას ეხმაურება.

 

როგორც ბევრი საოცარი რომანი ლილი ებოტისა და ტრევორ ჰირსტის ამბავიც საცეკვაო მოედანზე დაიწყო. ისინი ერთმანეთს პირველად ბრედფორდში ცეკვის წრეზე შეხვდნენ, მათი პირველი შეხვედრიდან ახლა უკვე 30 წელი გავიდა. ცეკვამ ლილი და ტრევორი მალევე დაამეგობრა, რამდენიმე წელში საცეკვაო მოედანზე დაწყებული ჩვეულებრივი მეგობრობა განსაკუთრებულ, საუკეთესო მეგობრობასა და ახლობლობაში გადაიზარდა. ალბათ ლოგიკური იქნებოდა, მოცეკვავეებს სწორედ ამ დროს შეყვარებოდათ ერთმანეთი, თუმცა არა, გაცნობის დროს ისინი უკვე დაოჯახებულები იყვნენ. ოჯახები იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ლილის მეუღლემ ვილფმა და ტრევორის მეუღლემ რიტამ გადაწყვიტეს რომ ოთხივე ერთად სამოგზაუროდ წასულიყვნენ და მთელი წლის განმავლობაში ისინი სხვადასხვა ადგილების სანახავად ბრედფორდის შემოგარენში დადიოდნენ.

 

ასე მათ მეგობრობაში წლები გადიოდა, 6 წლის შემდეგ მოულოდნელად რიტა გარდაიცვალა და ტრევორი მარტო დარჩა, ოთხეული დაიშალა. 2006 წელს 55-წლიანი თანაცხოვების შემდეგ ვილფმაც დატოვა ლილი, ისიც მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. ტრევორს ლილისთან მეგობრობამ შანსი მისცა ურთიერთობა არ შეეწყვიტა და მარტო დარჩენილ მოცეკვავეებს შორის სულ მალე გრძნობებიც გაჩნდა.

 

"მე ის საცეკვაოდ წავიყვანე, ულამაზესი დღე იყო, ასე უკვე ხშირად ვიქცევით" - იხსენებს ტრევორი.

 

 

 

2020 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე ლილი და ტრევორი 90 წლისანი გახნდნენ, ლილი 6 დღით დიდია ტრევორზე და ხშირად ხუმრობით "პატარა ბიჭად" მოიხსენიებს. ლილი და "პატარა ბიჭი" საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ და რთული პერიოდი ერთმანეთს ცეკვითა და თანადგომით შეუმსუბუქეს.

 

"რამდენიმე ჩვენი მეგობარი სულ იმას გვეკითხება, რატომ არ ვქორწინდებით, მე ვფიქრობ, ჩვენ ქორწილი აღარ გვჭირდება, ერთ დროს ორივე ვიყავით ქორწინებაში, ახლა ამის გარეშეც კარგად ვართ" - ამბობს ლილი ებოტი.

 

წინა ქორწინებიდან ტრევორს ოთხი შვილი ჰყავს, ლილის კი ორი. ახლა ორივე ბებია-ბაბუის როლს ითავსებს და 2020 წელს ტრევორი დიდი ბაბუაც გახდა. კორონავირუსი ლილისა და ტრევორისთვის მეტად საშიში აღმოჩნდა. წყვილი შვილიშვილებს ვერ ნახულობს, ისინი გარეთაც იშვიათად გადიან და სეირნობისას ახლოს არავისთან მიდიან.

 

"თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვით ვირუსი, თუმცა მოგვიანებით გავიაზრეთ, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვიდექით" - ამბობს ტრევორი.

 

 

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყებიდან მალევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ბედფორდშიც ჩააღწია, ხალხის ვაქცინაცია მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო. ლილი და ტრევორიც, საჭიროებისამებრ კლინიკაში ვაქცინის გასაკეთებლად მივიდნენ. BBC-თან ინტერვიუში ლილიმ ბავშვობა და ბრედფორდში გატარებული წლები გაიხსენა. ებოტი ბრედფორდში დაიბადა, აქვე გაიზარდა და არასდროს უცხოვრია ბრიტანთის საზღვრებს გარეთ. ბრედფორდი ლამაზი და მშვიდი ქალაქი იყო, რამდენიმე დიდი სუპერმარკეტით და თავისი მოსიყვარულე ტკბილი ხალხით. სკოლის დასრულების შემდეგ, ლილიმ მუშაობა მექანიკოსად დაიწყო, 14 წლის იყო, თუმცა გამოსდიოდა ეს საქმე. ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, 1962 წელს ქალაქში ჩუტყვავილა გავრცელდა, მაშინ ბრედფორდში დაავადება ელვის სისწრაფით მოედო ყველას და ჩუტყვავილამ ასობით ბავშვი და ხანშიშესული ადამიანები შეიწირა.

 

"საშინელება იყო, ყველას ჩუტყვავილა ჰქონდა, თუმცა ვაქცინამ გადაარჩინა ხალხი. ახლა კორნავირუსის ვაქცინა სწორედ ამას მახსენებს, თუ ხალხი უარს იტყვის ამაზე, ეს მათი მხრიდან ყველაზე არასწორი საქციელი იქნება, აცრა ხალხის არჩევანია, მე მირჩევნია ავიცრა", - ამბობს ლილი.

 

"ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცეკვის ჯგუფს დავუბრუნდებით, კვლავ ერთად გავერთობით, ვიცეკვებთ და ისევ შევძლებთ ძველი დრო გავაცოცხლოთ, რატომ არ უნდა ავიცრა. 90 წლის გავხდით, ერთად გადავედით საცხოვრებლად და ვაქცინაც გავიკეთეთ, ყველაფერი კანონზომიერად ხდება" - ამბობს ტრევისი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი