26 წლის კანადელი მომღერალი და მისი მეუღლე 24 წლის ამერიკელი მოდელი ჰეილი ბოლდვინი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ლოს ანჯელესის სანაპიროზე შეხვდნენ. ვარსკვლავურმა წყვილმა გამომწერებს დღესასწაული მიულოცა და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთად პოზირებენ. ჯასტინი და ჰეილი ამჯერად ბევერლი ჰილზში არსებულ საკუთარ სახლში იმყოფება, რომლის ღირებულებაც 25.8 მილიონი ამერიკული დოლარია. წყვილი ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნას სწორედ იქ გეგმავს.