logo_geo
ბარაკ ობამა: არ მინდოდა, მომწონდებოდა, კარგი ბიჭია, მაგრამ დამატებითი ხარჯია
- +

29 დეკემბერი. 2020. 00:31

 

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ღიად ისაუბრა, როგორი იყო შვილებთან, 22 წლის მალიასა და 19 წლის საშასთან ერთად თვითიზოლაციაში ყოფნა.

 

„ეს ნამდვილი საჩუქარი იყო, რადგან თინეიჯერობის ამბების ჩავლის შემდეგ გრძნობ, რომ შვილებს ისევ უყვარხარ და შენთან დროის გატარება უნდათ“, - აღნიშნა ობამამ ბილ სიმონსთან სტუმრობისას.

 

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მალაიას შეყვარებული, ბრიტანელი ახალგაზრდა, რორი იმყოფებოდა.

 

ობამას თქმით, რორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა.

 

„ბრიტანელია, არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა. ვიზაზე რაღაც პრობლემა შეექმნა და დროებით ჩვენთან დარჩა...

 

არ მინდოდა, მომწონდებოდა, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია...

 

ერთადერთი რამ, რაც აღმოვაჩინე: ახალგაზრდა კაცები გემრიელად ჭამენ და პროდუქტების ხარჯი 30%-ით გამეზარდა“,- ამბობს ობამა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი