logo_geo
იაპონიის მთავრობა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს
- +

4 იანვარი. 2021. 14:54

 

 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იაპონიის მთავრობა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირას კარანტინი ტოკიოსა და სამ მიმდებარე პრეფექტურაში შეიძლება გამკაცრდეს.

 

„საახალწლო დღესასწაულების სამი დღის განმავლობაშიც კი ტოკიოში ახალი შემთხვევები არ შემცირებულა. ვფიქრობთ, რომ უფრო ძლიერი გზავნილია საჭირო“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა, იოსიჰიდე სუგამ.

 

29 დეკემბერს იაპონიაში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი გამოვლინდა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/covid19/180020/iaponiis-mtavroba-qveknis-zogiert-natsilshi-sagangebo-mdgomareobis-gamotskhadebis-shesadzleblobas-ganikhilavs

 

 

big_banner
არქივი