logo_geo
ირანში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

5 იანვარი. 2021. 19:11

 

 

ირანში კორონავირუსის ახალი შტამის  პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ირანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს,  ვირუსის ახალი სახეობა ირანის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მოათავსეს.

 

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 98 ადამიანი გარდაიცვლა, რაც 18 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი