logo_geo
ამერიკელი მსახიობის, ტანია რობერტსის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა
- +

6 იანვარი. 2021. 11:19

 

 

ამერიკელი მსახიობი ტანია რობერტსი გარდაიცვალა. ამის შესახებ TMZ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფაქტს მსახიობის პარტნიორი, მის მკურნალ ექიმზე დაყრდნობით ადასტურებს. მისივე თქმით, ქალი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში, 5 იანვარს გარდაიცვალა. ის 65 წლის იყო.

 

მსახიობმა 24 დეკემბერს ქუჩაში ძაღლების გასეირნებისას გონება დაკარგა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შარდგამტარი გზების ინფექცია დაუდგინდა.

 

ტანია რობერტსი ვიქტორია ლი ბლიუმის ფსევდონიმია. ის 1955 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და 19 წლის ასაკში ცოლად დამწყებ სცენარისტს, ბარი რობერტს გაჰყვა და მასთან ერთად ჰოლივუდში გაემგზავრა.

 

სამსახიობო კარიერა ტანიამ 70-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას „ჩარლის ანგელოზებსა“ და „ბონდიანაში“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა.

 

მედიაში რობერტსის დაღუპვის შესახებ ცნობები შეცდომით 4 იანვარს გავრცელდა. ჟურნალისტების წყარო მსახიობის აგენტი მაიკ პინგელი იყო, რომელმაც რამდენიმე საათში თავისი სიტყვები უარყო და ყველაფერი გაუგებრობით ახსნა.

 

როგორც ირკვევა, ობრაიენმა პინგელს რობერტსთან კლინიკაში ვიზიტის შესახებ უამბო და უთხრა: „ტანიას დავემშვიდობე და მისი მშვენიერი თვალები უკანასკნელად ვნახე“. პინგელმა ეს ფრაზა აღიქვა როგორც შეტყობინება რობერტსის გარდაცვალების შესახებ. TMZ-სთან საუბარში ობრაიენმა აღნიშნა, რომ თვითონაც ეგონა, რომ რობერტსი მოკვდა და კლინიკიდან ისე წავიდა, რომ ექიმებთან არ უსაუბრია. როცა ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელდა, კლინიკის თანამშრომლები ობრაიენს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი პარტნიორი ცოცხალი იყო.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/kultura/180314/amerikeli-msakhiobis-tania-robertsis-gardatsvalebis-paqti-dadasturda

 

 

big_banner
არქივი