logo_geo
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ვაშინგტონში არეულობის წაქეზებაში ადანაშაულებს
- +

8 იანვარი. 2021. 02:19

 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ვაშინგტონში არეულობის წაქეზებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტრამპმა ბრბო კონგრესზე თავდასხმისკენ წააქეზა.

 

„ეს არ იყო პროტესტი. ეს ქაოსი იყო. ნუ მოიხსენიებთ მათ, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ეს მეამბოხეებისა და შიდა ტერორისტების ბრბო იყო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი