logo_geo
მიშელ ობამა სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპის სამუდამოდ დაბლოკვას ითხოვს
- +

8 იანვარი. 2021. 02:40

 

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპის სამუდამოდ დაბლოკვას ითხოვს.

 

„ახლა დროა, რომ სილიკონის ველის კომპანიებმა შეწყვიტონ ამ საშინელი ქცევის დაშვება და კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ეს ადამიანი სამუდამოდ დაბლოკონ თავიანთ პლატფორმებზე“, - აღნიშნა მიშელ ობამამ.

 

ცნობისთვის, ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის გვერდის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. როგორც  სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გვერდი ფუნქციონირებას სულ მცირე ძალაუფლების გადაბარებამდე ვერ განაახლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი