logo_geo
მსახიობი მერიონ რემსი გარდაიცვალა
- +

8 იანვარი. 2021. 10:50

 

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერიონ რემსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.

 

რემსის კინოდებიუტი 1975 წელს შედგა. საყოველთაო აღიარება კი მას კომედიური ჟანრის სერიალ „პოლიციის აკადემიაში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.

 

მერიონ რემსი რამდენიმე ცნობილი სიმღერის ავტორი და შემსრულებელიცაა. ის პატრიკ გრანტთან, გარი გლიტერთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/kultura/180618/msakhiobi-merion-remsi-gardaitsvala

 

 

big_banner
არქივი