logo_geo
საფრანგეთში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაიწყო
- +

8 იანვარი. 2021. 10:54

 

 

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების გამო, საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიდევ 400 000 იხვის განადგურება იგეგემება, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

 

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა ვირუსის ადამიანებზე გადაცემის რისკი შეამცირონ.

 

1-ლი იანვრის შემდეგ, ფრინველებში გრიპის უკვე 61 შემთხვევა გამოავლინეს, საიდანაც 48 ლანდის დეპარტამენტში დაფიქსირდა. გასულ კვირაში, ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის ორ ფერმაშიც.

 

2016-2017 წლებში, საფრანგეთში, ფრინველების გრიპის ეპიდაფეთქების გამო, 6 მილიონამდე იხვი მოკლეს.

 

ფრინველის გრიპი ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც გავრცელებულია ფრინველთა შორის. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, იგი ადამიანზეც ახდენს გავლენას. ფრინველის გრიპის მრავალი ტიპი არსებობს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანთა უმრავლესობაზე. უკანასკნელ წლებში, ორი სახის გრიპმა გამოიწვია დიდი შეშფოთება: H5N1 (1997 წლიდან) და H7N9 (2013 წლიდან).

 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანებს და როგორც წესი, არ არის გადამდები ადამიანიდან ადამიანზე, მსოფლიოში რამდენიმე უკვე დაავადდა და ზოგ შემთხვევაში, ეს გარდაცვალებითაც დასრულდა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/msoflio/180608/saprangetshi-prinvelis-gripis-epidapetqeba-daitsko

 

 

big_banner
არქივი