logo_geo
კამჩატკაზე გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა
- +

8 იანვარი. 2021. 11:15

 

 

აღმოსავლეთ რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, გაყინული ჩანჩქერი ჩამოიშალა. შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვლადივოსტოკიდან ჩასული ტურისტების ჯგუფი ვილიუჩინსკის ჩანჩქერს სტუმრობდა.

 

დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები, მამა და მისი შვილები არიან. ერთ-ერთი შვილის მდგომარება მძიმეა.

 

40 მეტრის სიმაღლის ვილიუჩინსკის ჩანჩქერი ტურისტების ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციაა.

 

 

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/msoflio/180605/kamchatkaze-gakinuli-chanchqeris-chamoshlas-mskhverpli-mohkva

 

 

big_banner
არქივი