logo_geo
წყალდიდობის გამო, მალაიზიაში საცხოვრებელი სახლები 36 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
- +

8 იანვარი. 2021. 11:18

 

 

ბოლო ერთი კვირაა, მალაიზიის რამდენიმე პროვინციაში წყალდიდობაა. სტიქიის გამო, 36 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

სტიქიამ ყველაზე მეტად პაჰანგის, კელანტანის, პერაკის, ჯოჰორისა და საბაჰის პროვინციები დააზარალა. მხოლოდ ერთ დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, პაჰანგსა და ჯოჰორში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

სტიქიას უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/msoflio/180599/tskaldidobis-gamo-malaiziashi-satskhovrebeli-sakhlebi-36-atasze-metma-adamianma-datova

 

 

big_banner
არქივი