logo_geo
ეპიდვითარების გამწვავების გამო, კოლუმბიის დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა
- +

8 იანვარი. 2021. 11:20

 

 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი მატების გამო, კოლუმბიის დედაქალაქში, ბოგოტაში მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს 21:00-დან დილის 04:00 საათამდე გადაადგილების უფლება არ ექნებათ. ამასთან, დაიხურა ყველა მეორეხარისხოვანი სავაჭრო ობიექტი. ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება უფლება, დატოვოს საცხოვრებელი საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად.

 

გადაადგილების შეზღუდვა 17 იანვრამდე იმოქმედებს.

 

კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირების 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 44 723 ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/covid19/180609/epidvitarebis-gamtsvavebis-gamo-kolumbiis-dedaqalaqshi-mkatsri-shezgudvebi-amoqmedda

 

 

big_banner
არქივი