logo_geo
ინდოეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა
- +

9 იანვარი. 2021. 14:39

 

 

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, ახალშობილთა განყოფილებიდან 17 ჩვილიდან შვიდის გადარჩენა მოხერხდა.

 

მაჰარაშტრას შტატის მთავარმა მინისტრმა მომხდარის გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.

 

საავადმყოფოში ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი