logo_geo
რუსეთის ქალაქ ნორილსკში, სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 იანვარი. 2021. 16:07

 

 

რუსეთის ქალაქ ნორილსკში, სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვლილებს შორის 1,5 წლის ბავშვია. 14 წლის მოზარდი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

 

ზვავმა რამდენიმე ნაგებობა მოიყოლა. 3 მეტრის სიმაღლის თოვლით დაიფარა 500-600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია.

 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 243 ადამიანი და ტექნიკის 29 ერთეული მონაწილეობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი