logo_geo
ამსტერდამში ტურისტებისთვის „კოფი შოპებში“ შესვლა აიკრძალება
- +

9 იანვარი. 2021. 18:23

 

 

ამსტერდამის ხელისუფლება ე.წ. „კოფი შოპებში“ სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებზე მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვას აკრძალავს. ამის შესახებ გამოცემა „DW“ წერს.

 

ქალაქის მერის ფემკე ჰალსემას განცხადებით, „კოფი შოპებზე“ შეზღუდვების დაწესებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვა დასაშვები მხოლოდ ქვეყნის მცხოვრებლებზე იქნება.

 

ჰალსემას განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის მიზანი ამსტერდამის, როგორც მრავალწლიანი კულტურის მქონე ქალაქის ცნობადობის გაზრდაა.

 

„ამსტერდამი საერთაშორისო ქალაქია და გვსურს, ტურისტები ჩვენი ქალაქის სიმდიდრით, სილამაზითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით მოვიზიდოთ“, - განაცხადა ამსტერდამის მერმა.

 

ამსტერდამში, ისევე, როგორც მთელ ნიდერლანდებში კანაფის მოხმარება ლეგალიზებული არ არის, თუმცა, 1976 წლის შემდეგ, 5 გრამზე ნაკლები მარიხუანის ფლობა დეკრიმინალიზებულია.

 

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 570-მდე „კოფი შოპია“.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი