logo_geo
კამერუნში ტერორისტულ თავდასხმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 იანვარი. 2021. 18:05

 

 

 

დასავლეთ კამერუნში, ერთ დღეში მომხდარ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან, - ამის შესახებ Anadolu წერს.

 

თავდასხმები მაიო-ცანაგას დეპარტამენტში, შუაღამისას მოხდა. კამერუნის კომუნიკაციის მინისტრის, რენე ემანუელ სადის განცხადებით, თავდასხმების ორგანიზატორი დაჯგუფება „ბოკო ჰარამია“.

 

არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კონკრეტული ჯგუფების სავარაუდო მარგინალიზაციის გამო დაიწყო, 2016 წლის ბოლოს გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტულ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ კონფლიქტს შედეგად მოჰყვა სერიოზული უფლებადარღვევები როგორ სამთავრობო ძალების, ასევე – ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან.

 

2020 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს მიეკუთვნებოდა თვითნებური და უკანონო მკვლელობები როგორც უსაფრთხოების ძალების, ასევე – შეიარაღებული ანგოლოფონი სეპარატისტების მიერ; იძლებითი გაუჩინარებების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო როგორც უსაფრთხოების ძალებსა და სეპარატისტებთან, ასევე – ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“; უსაფრთხოების ძალებისა და ანგლოფონი სეპარატისტების მხრიდან წამება; სეპარატისტებთან სავარაუდო კავშირში მყოფ ეჭვმიტანილთა ხანგრძლივი თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; მთავრობის მიერ პერიოდულად დაწესებული შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომაზე; მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და დევნის ფაქტები; ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი