logo_geo
პატარძალმა, ქორწილიდან საქმროს გაქცევის შემდეგ, ერთ-ერთ სტუმარზე იქორწინა
- +

9 იანვარი. 2021. 18:51

 

 

 

 

ინდოეთში, კარნატაკას შტატში, საკუთარი ქორწილიდან საქმროს გაქცევის შემდეგ, პატარძალმა ერთ-ერთ სტუმარზე იქორწინა. ამის შესახებ გამოცემა „Bangalore Mirror“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, საქმრო საცოლეს სხვა ქალთან ღალატობდა. საყვარელი მამაკაცს აშანტაჟებდა, რომ ქორწილს ჩაუშლიდა. მამაკაცი ქორწილიდან სწორედ ამ მიზეზით გაიქცა.

 

მისმა საქციელმა პატარძალი და მისი ოჯახი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. თუმცა, გოგონას ოჯახმა ქორწილის ჩაშლა არ ისურვა. საპატარძლოც არ დაიბნა და მომავალი მეუღლე ქორწილში დაპატიჟებული სტუმრებიდან შეარჩია.

https://bangaloremirror.indiatimes.com/bangalore/others/wedding-guest-turns-groom/amp_articleshow/80103583.cms

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი