logo_geo
საფრანგეთის მთავრობა კომენდანტის საათის დაწესებას ქვეყნის კიდევ რვა დეპარტამენტში გეგმავს
- +

9 იანვარი. 2021. 23:36

 

 

საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათის დაწესებას ქვეყნის კიდევ რვა დეპარტამენტში გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

 

დღეისთვის საგანგებო ზომები ქვეყნის 101 დეპარტამენტიდან 15-შია დაწესებული.

 

კომენდანტის საათი 18:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს.

 

ქვეყანას 67 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 2.7 მილიონი ინფიცირებული ჰყავს. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში, დღეს ახალი ბრიტანული შტამი 21 ადამიანს დაუდგინდა. ისინი ერთ ოჯახთან დაკავშირებულ კლასტერს წარმოადგენენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი