logo_geo
ევროზონაში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ესპანეთშია
- +

10 იანვარი. 2021. 00:32

 

ევროზონაში უმუშევრობის დონე ნოემბერში 8,3%-მდე შემცირდა, თუმცა უმუშევრობის საერთო მაჩვენებელმა 2020 წელს, წინა წლების სტატისტიკა გადაფარა. ამის შესახებ „ევრონიუსი“  წერს.

 

ევროსტატის მონაცემებით, ყველაზე მტკივნეული უმუშევრობა ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა. 25 წლამდე ევროპელებში უმუშევრობის მაჩვენებელმა 18,4% შეადგინა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

 

ევროზონაში უმუშევრობის კუთხით ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთში (16,4%), ლიეტუვაში(10,4%) და იტალიაში (8,9%).

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი