logo_geo
რომის პაპი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაიკეთებს
- +

10 იანვარი. 2021. 16:03

 

 

რომის პაპს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაუკეთებენ. ამის შესახებ განცხადება ფრანცისკემ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

 

პონტიფიკოსმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს, რადგან ეს „ეთიკის საკითხია“.

 

„ეს ეთიკის საკითხია, რადგან შენ არ უნდა ეთამაშო შენს ჯანმრთელობას და სხვა ადამიანების სიცოცხლეს არ უნდა შეუქმნა საფრთხე“, – განაცხადა რომის პაპმა.

 

როგორც ცნობილია, 84 წლის ფრანცისკეს ერთი ფილტვის ნაწილი მოკვეთილი აქვს, ამიტომ კორონავირუსს შეუძლია, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

 

მომდევნო კვირას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ვატიკანში დაიწყება. ეპიდემიის განმავლობაში ვატიკანში კორონავირუსის 27 შემთხვევა აღრიცხეს.

 

 

big_banner
არქივი