logo_geo
პანდემიის დამარცხებას, შესაძლოა, კიდევ წელიწად-ნახევარი დასჭირდეს
- +

10 იანვარი. 2021. 23:04

 

90 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 2 მილიონამდე დაღუპული - ასეთია სტატისტიკა მას შემდეგ, რაც 1 წლის წინ COVID-19-მა ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება დაიწყო. კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებიდან პირველი ვაქცინის შექმნას ზუსტად 8 თვე დასჭირდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, შესაძლოა პანდემიის დამარცხებას კიდევ წელიწად-ნახევარი დასჭირდეს.

 

მსოფლიოში კოვიდპანდემიის წინააღმდეგ აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის „COVID -19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 24-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. ყველაზე მეტი - 9 მილიონი ადამიანი ჩინეთში „სინოვაკის" ვაქცინით აიცრა. მეორეზე ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც „ბიოტექისა“ და „ფაიზერის" ვაქცინა 7 მილიონამდე ადამიანმა გაიკეთა.

 

ვაქცინა 2 მილიონამდე ადამიანმა გაიკეთა ისრაელში, ქვეყანა მსოფლიოში სწრაფი ვაქცინაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, თუმცა მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ისრაელი პანდემიას გაცილებით ადრე დაძლევს, ვიდრე ჩინეთი და შეერთებული შტატები. პრემიერმა ნეთანიაჰუმ ამჯერადაც ვაქცინის მეორე დოზა საჯაროდ მიიღო. ქვეყანაში უკვე მესამე ლოკდაუნი მოქმედებს.

 

გერმანიაში, ბოლო მონაცემებით, ვაქცინა 600 000-მა ადამიანმა გაიკეთა. ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზებას ცდილობს.

 

ევროკავშირი მზად არის ყველა ეფექტური ვაქცინა შეიძინოს და გაერთიანებაში პანდემია ზაფხულისთვის დასრულდეს.

 

 

https://rustavi2.ge/ka/news/187003

 

 

big_banner
არქივი