logo_geo
კანადაში COVID-19-ის „სამხრეთ აფრიკული შტამი" დაფიქსირდა
- +

11 იანვარი. 2021. 00:06

 

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დეკემბერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა, უკვე კანადაშიც გამოვლინდა. ამის შესახებ ალბერტის პროვინციის მთავარმა სანიტარულმა ოფიცერმა დენ ჰინშომ CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამი" უცხოეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს დაუდასტურდა. ინფიცირებული ამ დროისათვის კარანტინშია მოთავსებული.

 

„მამაკაცი დაუყოვნებლივ იზოლირებულ იქნა. ის თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ჰინშომ. მისი განცხადებით, ინფიცირებული პირის კონტაქტები სრულად არის შესწავლილი.

 

ცნობისთვის, „სამხრეთ აფრიკული შტამის" - 501.V2 ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები შვეიცარიაშიც დაფიქსირდა.

 

https://report.ge/world/kanadashi-covid-19-is-samkhret-afrikuli-shtami-dafiksirda/

 

 

big_banner
არქივი