logo_geo
ჯანმო: მსოფლიო კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მიაღწევს
- +

12 იანვარი. 2021. 02:55

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს 2021 წელს ვერ მიაღწევს.

 

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არა ერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინა გვექნებოდა და რომ მას ყველა ქვეყანა მიიღებდა, თუმცა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.

 

სუმია სვამინატანის თქმით, მსოფლიო კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მიაღწევს.

 

„ზოგიერთ ქვეყანაში დაუცველი მოსახლეობა დარჩება. ამიტომაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები უნდა დავიცვათ მაშინ, როდესაც ვცაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისთვის ტარდება“, - განაცხადა მან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი