logo_geo
პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

12 იანვარი. 2021. 02:59

 

პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოუზას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„გუშინ, პრეზიდენტის კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი შედეგი გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ანტიგენზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ცნობილი გახდა, რომ PCR-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

პორტუგალიის პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს დაავადების უსიმპტომო ფორმა აქვს და ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი