logo_geo
სან-დიეგოს ზოოპარკის ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

12 იანვარი. 2021. 03:03

 

სან-დიეგოს ზოოპარკის ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სან-დიეგოს ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„სან-დიეგოს საფარი-პარკში კორონავირუსზე ტესტმა გორილებს დადებითი შედეგი გამოუვლინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

სან-დიეგოს ზოოპარკში აღნიშნავენ, რომ ტესტირების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გორილებს ხველება დაეწყო.

 

სავარაუდოდ, გორილების ინფიცირების წყარო ზოოპარკის თანამშრომელი იყო, რომელსაც დაავადების უსიმპტომო ფორმა ჰქონდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი