logo_geo
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

12 იანვარი. 2021. 10:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი.

 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აშშ-ის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს, გამოყოს საშუალებები ვაშინგტონისთვის დაჩქარებულ რეჟიმში.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპსა და პენსს კარგი საუბარი ჰქონდათ, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ მათი ურთიერთობა ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბული იყო.

 

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და პენსი შეთანხმდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მოძრაობას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ წარმოადგენენ.

 

 

https://1tv.ge/news/donald-trampma-vashingtonshi-11-dan-24-ianvramde-sagangebo-mdgomareoba-gamoackhada/

 

 

big_banner
არქივი