logo_geo
ეკატერინბურგში, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 იანვარი. 2021. 13:11

 

 

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის შვიდი წლის ბავშვია.

 

ცეცხლი ადგილობრივ დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. კვამლი სწრაფად გავრცელდა სადარბაზოში, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარ ბინებში ბლოკირებული აღმოჩნდნენ. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა 90 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

სვერდლოვის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა.

 

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, გარდაცვლილებს შორის მეცხრე სართულზე მცხოვრები ქალი და მისი 7 წლის გოგონა არიან. ქალი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ის და მისი შვილი ბინის დატოვებას ვერ ახერხებდნენ, სუნთქვა უჭირდათ და შველას ითხოვდნენ.

 

https://1tv.ge/news/ekaterinburgshi-ckhrasartulian-sackhovrebel-sakhlshi-khandzars-rva-adamiani-emskhverpla/

 

 

big_banner
არქივი