logo_geo
შვეიცარიამ „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
- +

12 იანვარი. 2021. 22:06

 

„შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ, Swissmedic-მა, „მოდერნას“ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შვეიცარიაში დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინაა. ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია 23 დეკემბრიდან დაიწყო.

 

შვეიცარია კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 500 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 7 500-ს აჭარბებს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/637229-shveicariam-moderna-s-vakcinis-gamoqenebis-nebartva-gasca

 

 

big_banner
არქივი