logo_geo
დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე არსებულ კედელზე ავტოგრაფი დატოვა
- +

13 იანვარი. 2021. 01:51

 

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე, კედელზე თავისი ავტოგრაფი დატოვა.

 

აშშ-მექსიკის საზღვარზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა მესაზღვრეებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი ინიციატივით სწორედ ისეთი კედელი აშენდა, როგორიც მათ სურდათ.

 

მან ასევე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება აქამდე არნახული თავდასხმის ქვეშაა.

 

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უწოდა იმპიჩმენტს თაღლითობა დ ისტორიაში ალქაჯებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება.

 

 

https://1tv.ge/news/donald-trampma-meqsikis-sazghvarze-arsebul-kedelze-avtografi-datova/

 

 

big_banner
არქივი